საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია თემაზე "ურთიერთქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებებს შორის Georgia v Russia (ECtHR)”


2021 წლის 14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა ესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორ ნოამ ლუბელს, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: "ურთიერთქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებებს შორის Georgia v Russia (ECtHR)”. 

პროფესორმა ლუბელმა ისაუბრა იურისდიქციის საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და მოცემულ საქმეში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა გამოყენების თაობაზე.

ონლაინ ღონისძიება გახსნა პროფესორმა ირინე ქურდაძემ და ისაუბრა ამ საქმის მნიშვნელობის შესახებ საქართველოსთვის. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მხრიდან იმ ფაქტის კონსტატაციაზე, რომ  საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მეირ. 

საჯარო ლექციას დაესწრო 80-მდე სტუდენტი და მონაწილე, ინსტიტუტის პროფესორებთან და თანამშრომლებთან ერთად. ღონისძიებას უძღვებოდა სამართლის დოქტორი ნათია კალანდარიშვილი-მიულერი, რომელიც ლექციებს კითხულობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 

თარიღი: 16/04/2021